ჩვენს შესახებ


კომპანია "Flashmob"-ი დაარსდა და კომპანიად ჩამოყალიბდა 2012 წელს. მასში მოღვაწე კრეატიული გუნდი 10 წლის განმავლობაში შეისწავლიდა, მოღვაწეობდა და გამოცდილებას იძენდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. უამრავ ცნობილ კომპანიასთან ურთიერთობამ და წარმატებულად განხორციელებულმა პროექტებმა გამოიღო ნაყოფიერი შედეგი და ჩამოყალიბდა კომპანია "Flashmob"-ი. 

„Flashmob“-ი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს: Flash - აფეთქებას, უეცრად ანთებას, Mob - ხალხის თავყრილობას. შესაბამისად, "Flashmob"-ი ითარგმნება როგორც ,,ხალხის უეცრად ანთება’’. კომპანიის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ღონისძიებებმა მსგავსი ემოცია გამოიწვიოს საზოგადოებაში. 

კომპანია "Flashmob"-ი გთავაზობთ ღონისძიებების, კორპორატიული საღამოების, ქორწილების, ფლეშმობის, პიარ -სარეკლამო და პრომო აქციების, VIP წვეულებების, კლიპების და ვიდეო რგოლების გადაღებას, ასევე რომანტიული მიძღვნების დაგეგმვასა და შესრულებას. 

კომპანია "Flashmob"-ი მოიცავს მომსახურების სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს ღონისძიების დაგეგმვას და ტექნიკურად აღჭურვას: რეჟისურა, პროფესიონალი წამყვანები (კომფერენსიე), მსახიობები, მუსიკალური ბენდი, ანიმატორები, ილუზიონისტი, მოცეკვავეები, წამყვანი, თამადა, მუსიკალური დიჯეი (DJ), ფლეშ მობ ჯგუფი, ბარმენები, მიმტანები, ქეთერინგი, ფოტო-ვიდეო გადაღება და დიზაინერი.